logo_geo
eng_logo
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულ 5 მაღალჩინოსანს სასჯელის ვადა შეუმცირდა
- +

26 იანვარი. 2017. 16:46



სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულ 5 მაღალჩინოსანს სასჯელის ვადა შეუმცირდა. ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.


მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.


შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს - გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.


2016 წლის 16 მაისს საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner