logo_geo
eng_logo
პროკურატურა „კაბელების საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს
- +

26 იანვარი. 2017. 16:48



სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ პირთა ბრალეულობის საქმის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.


პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლეს მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით, შესაბამისად, პროკურატურა დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.


„სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ჩვენ ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.


ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა. ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner