logo_geo
eng_logo
16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

26 იანვარი. 2017. 18:03



სასამართლომ მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.


პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.


გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.


გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner