logo_geo
eng_logo
იემენში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ აფეთქებებს 22 ადამიანი ემსხვერპლა
- +

26 მარტი. 2016. 10:49



„BBC"-ის ცნობით, იემენის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ადენში განხორციელებულ სამ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი შეეწირა, არის ათობით დაშავებული, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



„ისლამურმა სახელმწიფომ" იემენში მოქმედება სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მათ არაერთი თავდასხმა განახორციელეს.


„ისლამური სახელმწიფო" იემენში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner