logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო
- +

26 იანვარი. 2017. 19:39




დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 7 მისამართზე მიმდინარეობს.



მიქელაძის ქუჩის N11-ში, აგლაძის ქუჩის N37-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, 147- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი იგება. ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები  უკვე დასრულდა მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე.



ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ხოშარაულის ქუჩის N25-ში, აგლაძის ქუჩის N38-ში, ასევე წერეთლის გამზირის N105, 111 და 113-ში.



დიდუბის რაიონში, ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო  ა(ა) იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner