საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო როდიონოვკა-ნინოწმინდისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთებზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. აღნიშნულ მონაკვეთებზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110-კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის (კმ90-კმ112) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.