logo_geo
eng_logo
ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- +

26 იანვარი. 2017. 21:07



ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სამიდან ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია და სამსახურიდან სწორედ, გიორგი გასვიანის ცემის გამო გაათავისუფლეს.


შემთხვევა ბორჯომში მოხდა. გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფილი პოლიციელი ორ პირთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner