logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს ურჩევს, ვაშინგტონში ვიზიტი გადადოს
- +

26 იანვარი. 2017. 21:22



BBC-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს ენრიკე პენია ნიეტოს ურჩევს, ვაშინგტონში ვიზიტი გადადოს, თუკი მექსიკა შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფულის გადახდას არ აპირებს.


„თუკი მექსიკას არ სურს გადაიხადოს უკიდურესად აუცილებლი კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს მოსალოდნელი ვიზიტი", - წერს ტრამპი twitter-ზე.


ტრამპი ასევე აღნიშნავს,  რომ აშშ-სა და მექსიკას შორის სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner