BBC-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს ენრიკე პენია ნიეტოს ურჩევს, ვაშინგტონში ვიზიტი გადადოს, თუკი მექსიკა შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფულის გადახდას არ აპირებს.
„თუკი მექსიკას არ სურს გადაიხადოს უკიდურესად აუცილებლი კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს მოსალოდნელი ვიზიტი", - წერს ტრამპი twitter-ზე.
ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.