„ალ-ჯაზირას" ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდარიაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის სტადიონზე თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო დაშავდა 60.
თავდასხმა საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის არის ქალაქის მერიც. ქალაქი ისკანდარია ძირითადად შიიტებით არის დასახლებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომელიც ერაყის არაერთ ქალაქს აკონტროლებს.