logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ეტიკეტის კურსების“ პირველი დიპლომანტი
- +

26 იანვარი. 2017. 22:34



გაატარეთ იუმორში:


როცა ცნობილი გახდა, რომ ბატონმა ნარმანიამ „ეტიკეტის კურსები" ჩამოაყალიბა მერიის აპარატის თანამშრომლებისთვის, ვიღაცეები „ღადაობდნენ", ეს რა „უბედურებააო"...


პირადად მე, მაშინვე დავუჭირე მხარი ამ იდეას, იმიტომ რომ მერიის შენობის პირველ სართულზე სტუმრობისთანავე აშკარა იყო ამ ნაბიჯის აუცილებლობა.


ახლა, ამ ვიდეოს რომ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ბატონი ნარმანია და მეც მართალნი ვიყავით: პირველი ფანტასტური „რეზულტატი" სახეზეა: სიამაყით გაცნობებთ, რომ ვიდეოსიჟეტის გმირი" - კოკიტა ამ კურსების პირველი დიპლომირებული გამოშვებაა...


თანაც როგორი!


ამ უკეთილშობილეს არსებას ძაღლი უნდა ერქვას და ზოგიერთ შუბლძარღვგაწყვეტილ ბინძურ პერსონას-ადამიანი?!


ბრავო, კოკიტა!!!


ისე, ამ უჭკვიანეს და „წითელი დიიპლომის" მომპოვებელ კურსდამთავრებულს მიეცა უფლება თავად აერჩია მომავალი სამსახური. და მან გამოთქვა სურვილი იმუშაოს ერთერთი სამინისტროს „პროტოკოლის სამსახურში", რომლის ხელმძღვანელად ერთი ყოფილი „ტელეწამყვანი" (პროკურატურის გამოცდილი გულშემატკივარი) დაუნიშნავთ. არგუმენტი ერთობ ანგარიშგასაწევია: ხელფასს არ ვითხოვ და იმ "ტელეწამყვანისგან" განსხვავებით „ეტიკეტის კურსების" სუპერ-დიპლომანტი ვარო...


ვადასტურებ, და როგორც დათა იტყოდა, თუთაშხია, ვამბობ: ასეა ეს!


ჰოდა, ეს სამინისტრო ოპტიმიზაციას თუ გულწრფელად ატარებს, ერთი საშტატო ერთეულის, მისი ხელფასის და, შემდგომ, დანამატის და პრემიის ეკონომია უკვე გარანტირებული ექნება.


დაფიქრდით!


ტაში, კუკური!!!!


(გაგრძელება იქნება)



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner