logo_geo
eng_logo
ენრიკე პენია ნიეტო: აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დავესწრები!
- +

26 იანვარი. 2017. 23:04



მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ შეხვდება. მექსიკის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან აშშ-ში დადეგმილი სამუშაო ვიზიტი გააუქმა.


„დღეს თეთრი სახლი გავაფრთხილეთ, რომ შემდეგ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დავესწრები", - ნათქვამია მექსიკის პრეზიდენტის განცხადებაში.


მანამდე BBC-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტოს ვიზიტის გადადებას ურჩევდა, თუკი მექსიკა შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ფულის გადახდას არ აპირებს.


„თუკი მექსიკას არ სურს გადაიხადოს უკიდურესად აუცილებლი კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს მოსალოდნელი ვიზიტი", - წერს ტრამპი twitter-ზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner