გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთი საბერძნეთსის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტი უკავშირდება საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თურქეთს იმ ჯარისკაცების გადაცემაზე უთხრა უარი, რომლებსაც თურქეთი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას ედავება.
„ჩვენ ვაპროტესტებთ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ამბოხებული ჯარისკაცების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე საბერძნეთი არ ღებულობს მინიმალურ ზომებსაც კი ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ბერძნული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის დაუსჯელობისკენ მათ, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ნორმები", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების თქმით, ყველა სამართლებრივ ნორმას გამოიყენებს ამ ჯარისკაცების თურქეთში დასაბრუნებლად.