logo_geo
eng_logo
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

27 იანვარი. 2017. 03:38



27 იანვარს,  ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.


წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავ: პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.


თბილისში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ტარდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner