გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასიმ გერმანულ გამოცემა „ზუდდოიჩე ცაითუნგს" განუცხადა, რომ არ გამორიცხავს, ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ტერორისტების მომდევნო სამიზნე გერმანია გახდეს.
მაასის თქმით, გერმანია ტერორისტების პოტენციური სამიზნეა. მისი თქმით, გერმანიის უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ აღკვეთოს მსგავსი თავდასხმები და დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები.