logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთლიანი ადმინისტრაციული გუნდი გადადგა
- +

27 იანვარი. 2017. 01:43



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ტრამპის ეპოქაში თანამდებობაზე დარჩენა არ სურდათ, გუშინ გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი დატოვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში პატრიკ კენედიმ, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე. 25 იანვარს, ასევე გადადგა მისი თანაშემწეები, ჯოის ბარი, მიშელ ბონდი და ელჩი ჯენთრი სმიტი. კენედი საგარეო წარმომადგენლობების სამმართველოს სამსახურს თვის ბოლოს დატოვებს, ხოლო დანარჩენი ოფიციალური პირები თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ სხვა საგარეო უწყებებში. 


გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დიპლომატიური უსაფრთხოების საკთხებში, გრეგორი სთარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ლიდია მუნიზმა თანამდებობა 20 იანვარს დატოვეს.


„წარმოუდგენელია, სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობა ამდენ მაღალჩინოსანს ერთდროულად არასოდეს დაუტოვებია. არჩევნების შემდეგ, კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა დატოვა თანამდებობა, თუმცა, მათი სამსახურებიდან წასვლა დიდი დანაკარგია, სამმართველო ბიუროების ხელმძღვანელების გარეშე დატოვება უწესრიგობას შექმნის, რადგან ამ უწყებებს შესაბამის სფეროში კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანები უნდა მართავდნენ", - განაცხადა დევიდ ვეიდმა, რომელიც, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მოღვაწეობის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსად მუშაობდა.


სახელმწიფო დეპარტამენტში დავის საგანს წარმოადგენს კენედის გადადგომის საკითხი - მან თავისი ნებით დატოვა თანამდებობა თუ გადაწყვეტილება ტრამპის გუნდის ზეწოლის ქვეშ მიიღო. კენედის გადადგომა მასთან ერთად მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი იყო.


„როდესაც სახელმწიფო ადმინისტრაციაში ახალი გუნდი მოდის, ყოველთვის ხდება ცვლილებები, ტრადიციულად, მაღალი თანამდებობის პირები ახალ გუნდთან მუშაობენ, რათა გაერკვნენ, თუ ვინ უნდა დარჩეს პოსტზე და სხვა რა თანამდებობები შეიძლება იყოს ვაკანტური", - აღნიშნავს ელჩი რიჩარდ ბუშერი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი იყო კოლინ პაუელისა და კონდოლიზა რაისის დროს.


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner