logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: პროკურატურაში თავმოყრილი პირტიტველა გოგო-ბიჭები ლეგენდებს ერთმანეთს მოუყვნენ
- +

26 მარტი. 2016. 11:30



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გადაცემა „20/30"-ში ისაუბრა. როგორც დეპუტატი ამბობს, ჩანაწერების გავრცელება სახელმწიფოს ფუნდამენტს ანადგურებს. მისივე თქმით, ეს არის ტერორიზმის ახალი სახეობა, რომელსაც ბევრი სამიზნე ჰყავს, პირველ რიგში კი პრემიერი კვირიკაშვილი.



ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მხოლოდ ინტიმური სცენების ამსახველი მასალები განადგურდა, ხოლო დანარჩენი, საქართველოს მათავარ პროკურატურას გადაეცა.


„ეს ინფორმაცია კომისიის წევრებისგან და მთავარი პროკურატურის იმდროინდელი წარმომადგენლებისგან მაქვს. არქივის უდიდესი ნაწილი დღეს საქმეებს მტკიცებულების სახით ერთვის. გამოძიება მას შემდეგ მიმდინარეობს, მაგრამ შედეგები არ ვიცით. ეს ყველაფერი რომ იმ ნაძირლების მიერაა დახარისხებული, ვინც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ვინ როგორ გაავრცელა, ამაზე პასუხი შოთაძემ უნდა გაგვცეს, რომლის შნო-ლაზათშიც ეჭვი მეპარება. თუ დამნაშავე ვერ აღმოვაჩინეთ, სასჯელის გამკაცრება რას შეცვლის?! პროკურატურაში თავმოყრილი პირტიტველა გოგო-ბიჭები შეთხზულ ლეგენდებს ერთმანეთს მოუყვნენ. გამოძიებისთვის საჭირო ყველა ბერკეტი ხელისუფლებას უპყრია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

 

სწორედ იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელმაც ცხვირი ყველას ლოგინში ჩაჰყო და ხელი ყველას ცხოვრებაში აფათურა, მაგრამ მთავარი პროკურატურის სრული არაპროფესიონალიზმის გამო, ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ტერორს გვიწყობდნენ, თავისუფლები არიან და ჭკუას გვარიგებენ. როცა მოსმენების შესახებ ასეთი კანონის მიღებას ვაპროტესტებდით, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს გადაეფარნენ და ეს შედეგი ამიტომაც დადგა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner