logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი აშშ-ს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დაცვისკენ მოუწოდებს
- +

27 იანვარი. 2017. 11:37




ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამერიკას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დაცვისკენ მოუწოდებს.


ტერეზა მეიმ ამერიკელ რესპუბლიკელებს განუცხადა, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ერთმანეთს მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი, თუმცა, უცხო ქვეყნებში გაჭიანურებული სამხედრო ინტერვენცია აუცილებლად უნდა დასრულდეს.


მეიმ „რესპუბლიკელების" ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება პოზიტიურად შეაფასა, თუმცა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკაცრად მოუწოდა, უარი თქვას ირანის ბირთვული იარაღის პროგრამაზე, დაიცვას რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები და მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორიცაა NATO.


ტერეზა მეი პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, ვინც პრეზიდენტ ტრამპს დღეს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე თეთრ სახლში შეხვდება. დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner