logo_geo
eng_logo
რატომ დაილუქა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი? - კულტურის საქალაქო სამსახურის განცხადება
- +

27 იანვარი. 2017. 12:22


 


ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის დალუქვასთან დაკავშირებით კულტურის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს:

 

„თბილისის „მუზეუმების გაერთიანების" სტრუქტურული ერთეული - „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი" ამ დროისათვის დამთვალიერებლებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია, რადგან სამუზეუმო კოლექციისა და ფონდის აღწერის მიზნით შექმნილმა საფონდო კომისიამ აღმოაჩინა სამუზეუმო შემოსულობათა წიგნში ექსპონატთა რეგისტრაციის წესებისა და ვადების დარღვევის, არასწორად ჩატარებული სამუზეუმო ინვენტარიზაციის და სხვადასხვა ტიპის დაღვევები, რომელიც სრულად არღვევს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ არსებულ ინსტრუქციებს.

 

თბილისის „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი" უახლოეს პერიოდში გაიხსნება და ყველა მოპოვებული ინფორმაცია გახდება საჯარო", - ნათქვამია კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner