logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ
- +

27 იანვარი. 2017. 13:07




სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე  და ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი  ლაშა ცომაია  ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.


სუს-ის წარმომადგენლები  შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორს საულიუს ურბანავიჩს. მხარეებმა 2016 წელს დადებული  კორუფციის პრევენციის, კორუფციასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საკითხებზე  განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დადებული ხელშეკრულების შესრულების პერსპექტივები განიხილეს.


ვიზიტი მიზნად ისახავდა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში  ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას . ასევე  ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება კორუფციის პრევენციას დაეთმო.


ლიტვის რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის დირქტორმა საულიუს ურბანავიჩმა  ანტიკორუფიული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია  ლიტვის ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის სპეციალური მედლით დააჯილდოვა საერთაშორისო ურთიეთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.


 სუს-ის წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს  ლიტვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის  დირექტორთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  ლიტვის  რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველთან.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner