logo_geo
eng_logo
ზურაბ ვადაჭკორია: ყველა გადასაყენებელია და ფრთიანი ანგელოზები უნდა მოვიყვანოთ...
- +

26 მარტი. 2016. 11:49



უნდა გადადგნენ თუ არა ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს? - „რეზონანსის" შეკითხვას ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია პასუხობს:


„თავის მეუღლესთან თუა ლოგინში და ვიღაცამ ეს ჩუმად გადაიღო, რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან? ხოლო თუ მეუღლესთან არაა, მაშინ ამაზე პასუხი ოჯახმა და იმ რელიგიამ მოსთხოვოს, რომლის მიმდევარიცაა.

 

ამის გამო რატომ უნდა გადადგნენ, არ მესმის. მაშინ შემოღობეთ ეს საქართველო და ყველა დაიჭირეთ. ყველა რაღაცას აკეთებს ჩუმად. მაშინ ყველა გადასაყენებელია და ფრთიანი ანგელოზები უნდა მოვიყვანოთ", - ამბობს ვადაჭკორია.



იხილეთ ამავე თემაზე თამაზ მეჭიაურის განცხადება:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=3407



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner