logo_geo
eng_logo
სოფელ შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა
- +

27 იანვარი. 2017. 14:31


 


სოფელ შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსტი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.


არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა.


შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მგზავრმა, თუმცა შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები  საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner