logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: პროკურატურის მიერ გადასინჯულ საქმეებში უწყების ყოფილი ხელმძღვანელები არიან მხილებული
- +

27 იანვარი. 2017. 15:35


საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გადასინჯულ საქმეებში გენერალური პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან მხილებული. კაციტაძემ დასძინა, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ არის დაწყებული.


პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სამ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, იმ პირების ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმეში იკვეთება.


„ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არავის მიმართ არ არის. გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული მტკიცებულებების შეკრების შემთხვევაში, რომელიც საფუძველი გახდება სამართლებრივი დევნის დაწყების, ჩვენ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდვით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ვინმეს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების ან არდაწყების მიღებული არ არის. მხოლოდ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რაც საფუძველია იმისა, რომ მათი საქმეები გადაისინჯოს", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner