logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: როდესაც რუსეთზეა საუბარი, ერთი მთავარი პრინციპი უნდა გვახსოვდეს: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“
- +

27 იანვარი. 2017. 15:39




დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ფილადელფიაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და, ამავდროულად, სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


„როდესაც საუბარი რუსეთზეა, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ რეიგანის მაგალითი გვახსოვდეს, რომელიც საბჭოთა ლიდერთან მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკების წარმოებისას ერთ მთავარ პრინციპს ეყრდნობოდა: „ენდე, მაგრამ შეამოწმე", - განაცხადა ტერეზა მეიმ.


ტერეზა მეის განცხადებით, ვაშინგტონმა და ლონდონმა საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა განაგრძონ.


„დღეები, როდესაც ამერიკა და ბრიტანეთი სუვერენული ქვეყნების საქმეში, სამყაროს თავისი შეხედულებისამებრ შეცვლის მცდელობისას ერეოდა, დასრულდა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ დავაკვირდეთ, როდესაც საფრთხე რეალურია", - დასძინა ტერეზა მეიმ.


ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს მეგობარი და მოკავშირე უწოდა და მოუწოდა, ზურგი არ აქციოს საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ღირებულებებს. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner