logo_geo
eng_logo
საქართველოს საბაჟო კონტრაბანდას ეფექტურად და კონტროლის გამკაცრებით აღკვეთს
- +

27 იანვარი. 2017. 17:52


 

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს   საბაჟო გამშვებ-პუნქტში „სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული საქონელი - 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად  აღმოაჩინეს.


აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი,  ა.ს-მ უარი განაცხადა.


სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, სამართალდამრღვევი მოქალაქე  დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.


ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2  მუხლის შესაბამისად და გაიგზავნა მარნეულის რაიონულ  სასამართლოში.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი კონტრაბანდის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამისათვის, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია რენტგენოსკანერებითა და ყველა აუცილებელი სპეცტექნიკით.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner