logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად ზიგმარ გაბრიელი დაინიშნა
- +

27 იანვარი. 2017. 18:28


 


BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზიგმარ გაბრიელი დანიშნა.


ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იკავდებდა, რომელმაც 2 დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


საპრეზიდენტო კანდიდატად შტაინმაიერი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაასახელა. ის, სავარაუდოდ,  12 თებერვლის შემდეგ იოაჰიმ გაუკს შეცვლის.


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner