მეთ დეიმონის გმირი ინგლისელი ვილიამ გარინი, რამდენიმე ავანტიურისტთან ერთად ჩინეთის „შავი ოქროს", დენთის საიდუმლოს მოსაპოვებლად „დიდ კედელთან" მიემგზავრებიან.
მეთ დეიმონის თავგადასავალი ფილმის იწყება,როდესაც ხატაელების (კიდაელების) ავაზაკებთან თავდასხმას გადარჩენილი გარინი ურჩხულს წააწყდება. ჩინელების ხელში ტყვედ ჩავარდნა იქნებ გადარჩენის კარგი შანსიც კი გახდეს, თუ ურჩხული დიდი კედლის დანგრევას არ გეგმავს.
სიუჟეტური მრავალფეროვნება, გრანდიოზული საბრძოლო სცენები, ერთგულებისა და ღალატის, სიყვარულისა და სიძულვილის ამბები, მეთ დეიმონის, ვილემ დეფოსა და პედრო პასკალის მაღალი სამსახიობო ოსტატობა და 150 მილიონი დოლარი ბიუჯეტად.
ფილმი ქართულმა მედიამ უკვე შეაფასა და თქვენ ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე 26 იანვრიდან უნდა ნახოთ!