„კაბელების საქმეში" მსჯავრდებულმა ხუთივე პირმა საპატიმრო დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვა.
„რათქმაუნდა ველოდით შეწყალებას, და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ, რომ ესეთი გულისხმიერება გამოიჩინა. ჩვენ ვიყავით უდანაშაულოები. ჩვენ გავაგრძელებთ სამაკრთლებრივ ბრძოლას ჩვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად", - განაცხადა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა არჩილ ალავიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე" მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. "კაბელების პროექტს", რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.