logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: შეგვიძლია გვქონდეს შესანიშნავი ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან
- +

27 იანვარი. 2017. 23:33


 


27 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი  მაშ შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.


თეთრ სახლში გამართული ერთობლივი შეხვედრისას, მეისა და ტრამპს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციითა და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული საბრძოლო მოქმედებებით. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

 

„თუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს შესანიშნავი ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან, მე ამის მომხრე ვარ. ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ თუ ამას შევძლებთ, ეს იქნებოდა პოზიტიური და არა - ნეგატიური", - განაცხადა ტრამპმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner