logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ეფექტური სისტემა
- +

28 იანვარი. 2017. 00:02


 

 

„თუ ჩავთვლით იმას, რომ დღეისთვის ჩვენთან მანქანების რაოდენობა იმდენია, რომ საპატრულო პოლიციას სრულად არ შეუძლია დარღვევების ნახევარი მაინც ეფექტურად დააფიქსიროს, მაშინ აქ მხოლოდ ჯარიმის რაოდენობაზე არ არის საქმე. თუ ჩვენ გვექნება ეფექტური სისტემა, რის შექმნაზეც ვმუშაობ დამერწმუნეთ ის 50 ლარიანი ჯარიმაც თავის ეფექტს გამოიღებს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რესურსიდან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ სისტემა სრულად ეფექტურად მუშაობს.


„დღეს როდესაც ნახევარი მილიონი ავტომობილი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში და დაფიქსირებული ჯარიმების რაოდენობა 3 500 არ აღემატება, ვერ ვისაუბრებთ, რომ სისტემა სრულად ეფექტურად მუშაობს. ის რესურსი რაც არსებობს არ არის საკმარისი საგზაო მოძრაობის სრულად ადმინისტრირებისთვის ეფექტიანად. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ეფექტური სისტემა", - განაცხადა ხუციშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner