logo_geo
eng_logo
გიორგი გასვიანი: სასამართლომ სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- +

28 იანვარი. 2017. 00:41


 


ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. როგორც ჟურნალისტი იუწყება, ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმროობა შეუფარდა.


„მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ახალციხის სასამართლომ სამივე ბრალდებულს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა", - წერს გასვანი.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე,  ბრალდებულის სახით დაკავებული იქნენ  მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner