ძლიერი ხანძრის შედეგად ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პირველი" იუწყება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზე იყო ქობულეთისა და ბათუმის სახანძრო სამაშველო ბრიგადები, თუმცა ხანძრის სიძლიერიდან გამომდინარე მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა და საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.