logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: კადრებს გაუვრცელებენ მას, ვინც ურჩობას გამოიჩენს
- +

26 მარტი. 2016. 12:31


 

„ეს არის სრულიად ახალი იარაღი 21-ე საუკუნეში, რომელსაც საკმაოდ მოქნილად იყენებენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ფარული ჩანაწერები შექმნეს", - ამის შესახებ „რეპორტიორთან" საუბრისას გოგლა ჟვანიამ განაცხადა. კითხვაზე - უნდა დატოვონ თუ არა თანამდებობები იმ პირებმა, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასე პასუხობს:


 

„ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მისი ცხოვრებისთვის რა არის უკეთესი. თუ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ სხვა ჯგუფების ზემოქმედების და მანიპულირების მსხვერპლნი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საზიანო იქნება პროცესებისთვის. ეს მასალები ვისაც აქვს და ვინც მათ იყენებს მანიპულირებისთვის, არასოდეს აჩვენებს მეორე მხარეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანებს, რომლებზეც ფარული ჩანაწერები აქვთ, არჩევანის თავისუფლება აქვთ პოლიტიკის დატოვებასთან დაკავშირებით. ისინი, ვინც ამ პირებს აშანტაჟებს, შესაძლოა, აიძულებენ კიდეც, იყვნენ საჯარო საქმიანობაში ჩართული, რათა შემდგომ გამოიყენონ სხვადასხვა მიზნების მიღწევისთვის.

 

 

როგორც ჩანს,  ეს მასალები საკმაოდ მრავალრიცხოვანია; გარკვეული მასალების ნაწილი უკვე მოხვდა ფართო მიმოქცევაში და ხელიდან ხელში გადადის... ახლა მთავარია, დადგინდეს, ვინ შექმნა ეს ვიდეოები. მათ ეს კადრები ჩაწერეს კონკრეტული მიზნებისთვის. მასობრივად ამას საზოგადოებაში არ გაავრცელებენ, რადგან ეს არის ინსტრუმენტი კადრებში მონაწილე ადამიანებზე ზეწოლის, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ვინც ურჩობას გამოიჩენს, იმათ გაუვრცელებენ კიდევაც", -განაცხადა ჟვანიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner