ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა ყოველწლიური მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა.
„სიცოცხლისათვის მსვლელობის" 44-ე მსვლელობას ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა მხარი, ხოლო ვიცეპრეხიდენტმა მაიკ პენსმა აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.
„სიცოცხლისათვის მსვლელობა" ძლიან მნიშვნელოვანი აქციაა და მე თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ", - დაწერა ტრამპმა twitter-ზე.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ტრამპი აბორტის აკრძალვის განკარგულებას მოაწერს ხელს. აბორტის საწინააღმდეგო მსვლელობა ყოველწლიურად 27 იანვარს ტარდება. ამ დღეს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის ლეგალიზაცია მოახდინა.