logo_geo
eng_logo
აბორტის საწინააღმდეგო მსვლელობას ვაშინგტონში ათასობით ადამიანი შეუერთდა
- +

28 იანვარი. 2017. 02:37


 


ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა ყოველწლიური მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა.


„სიცოცხლისათვის მსვლელობის" 44-ე მსვლელობას ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა მხარი, ხოლო ვიცეპრეხიდენტმა მაიკ პენსმა აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

 

„სიცოცხლისათვის მსვლელობა" ძლიან მნიშვნელოვანი აქციაა და მე თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ", - დაწერა ტრამპმა twitter-ზე.


აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ტრამპი აბორტის აკრძალვის განკარგულებას მოაწერს ხელს. აბორტის საწინააღმდეგო მსვლელობა ყოველწლიურად 27 იანვარს ტარდება. ამ დღეს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის ლეგალიზაცია მოახდინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner