logo_geo
eng_logo
აშშ სირიელი დევნილების მიღებას განუსაზღვრელი ვადით კრძალავს
- +

28 იანვარი. 2017. 10:51


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს.


დონალდ ტრამპის განმარტებით, აღნიშნული ქმედება აშშ-ს უცხოელი ტერორისტებისგან თავდაცვას ემსახურება.


„ეს ქვეყნის დაცვაა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ.


გარდა ამისა, დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება ტრამპმა დაუშვა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება), 50 000 დევნილს შეადგენს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე მიიღო 30 000 დევნილი. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.


გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება.


„ვაცხადებ, რომ სირიის მოქალაქეების, როგორც დევნილების, შემოსვლა აშშ-ში ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ნებისმიერი ასეთი შემოსვლა გაჩერდება მანამ, ვიდრე არ გადავწყვეტ, რომ არსებითი ცვლილებები მოხდა, რაც სირიელი დევნილების მიღების საშუალებას იძლევა ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.


ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულების კონტროლის ბიომეტრიული სისტემა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner