„რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რამდენადაც ვიცი, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილია. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები გვექნება.
გარანტიები არ არის, მაგრამ თუ შევძლებთ ამის მიღწევას, ეს დადებითი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „ფანტასტიურ ურთიერთობებს" იმედოვნებს.
„ეს შესაძლებელია. შესაძლოა, ეს არც მოხდეს. ვნახოთ, რა მოხდება. ვაპირებ, მტკიცედ წარმოვადგინო ამერიკელი ხალხის ინტერესები. თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ჩვენ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს", რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.