logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი დონალდ ტრამპს: დიდი მადლობა, რომ ჩერჩილი უკან დააბრუნე
- +

28 იანვარი. 2017. 11:47



თეთრს სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. ტერეზა მეის თეთრ სახლში სტუმრობის შესახებ ინფორმაციას „Evening Standard" ავრცელებს.


ტერეზა მეიმ და დონალდ ტრამპმა უინსტონ ჩერჩილის ბიუსტთან ფოტოები გადაიღეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბიუსტის თავის ადგილზე დაბრუნება ძალიან დიდი პატივია.


რეპლიკაზე მეის გაეღიმა და თქვა - დიდი მადლობა, მოხარულები ვართ, რომ ის უკან დააბრუნე".


ჩერჩილის ქანდაკება ოვალური კაბინეტიდან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გაიტანა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner