სტიკერები ავტომობილის მძღოლებს წარწერით „აქ არ გააჩერო, ტროტუარი ქვეითისაა!" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის დაცვის მიზნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები შეახსენებენ მძღოლებს, რომ ტროტუარი ქვეითისაა და მოუწოდებენ, არ დაიკავონ ქვეითის კუთვნილი ტერიტორია.
აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საპატრულო პოლიციას, მოახდინოს ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითებისთვის განკუთვნილი სივრცის გათავისუფლება, საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს მათი დაჯარიმება.