logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: არ გამოვრიცხავ და არც კატეგორიულად უარვყოფ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას
- +

26 მარტი. 2016. 13:04



„იქნება თუ არა მართებული და რამდენად ხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას?" - „რეპორტიორის" შეკითხვას შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პასუხობს:


„თავის დროზე იმ უმრავლესობას მივეკუთვნებოდი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან დადებითად არ აისახებოდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მითუმეტეს, ვერც საზოგადოებას და ვერც ოპოზიციურ ძალებს ვერ დაარწმუნებ, რომ რაიმე ფორმით არ მონაწილეობს მმართველობაში ივანიშვილი, ამ ფონზე, რასაკვირველია, უმჯობესია, ამან მიიღოს ლეგიტიმური ხასიათი, ვიდრე არაფორმალურ მმართველობაზე იყოს საუბარი.

 

რამდენად შედის დაბრუნება მის პირად გეგმებში, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს შესაძლებელია, ძალიან ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული. თუ გაჩნდა აუცილებლობა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას", კოალიციას კვლავ სჭირდება მისი ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს.

 

მინდა, აქვე გითხრათ, რომ მმართველობაში ლეგიტიმაციის პრობლემა იგრძნობა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინსტიტუტები - საპრეზიდენტო, მერის, პრემიერის. ლეგიტიმაციის პრობლემი, ჩემი აზრით, ყველას აქვს. ეს ადამიანები არიან ის პერსონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით, მისი ლეგიტიმაციით არიან თანამდებობებზე. ამ ფონზე, მე არ გამოვრიცხავ და არც კატეგორიულად უარვყოფ ივანიშვილის დაბრუნებას", - ამბობს ნარჩემაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner