logo_geo
eng_logo
ტყის ხანძარი ჩილეში - 10 დაღუპული და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში
- +

28 იანვარი. 2017. 16:58



ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად მინიმუმ ათი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება და ცეცხლი უკვე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„არასდროს მინახავს მსგავსი რამ, ჩილეს ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა", - განაცხადა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა.


წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმრავლესობა მეხანძრეა.


ჩილეს ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.


დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყანამ მეხანძრეები გაგზავნა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმმა, პერუმ და მექსიკამ.


25 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძარი 190 ათას ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner