logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება
- +

26 მარტი. 2016. 13:14


 

საქართველოს პარლამენტს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი სახის დანაშაულზე კანონი მკაცრდება, დანაშაული დაკვალიფიცირდება სიმძიმეების მიხედვით და სასჯელი გაიზრდება 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული განცხადება მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოს.


„ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ქვეყანაში უნდა იყოს ხელშეუხებელი და დაცული, მიუხედავად იმისა, ის მაღალი თანამდებობის პირია თუ არა. სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაში დაიცვას და ვინც გადაწყვეტს, რომ მისი ხელყოფა მოახდინოს, შესაბამისად უნდა დაისაჯოს, კანონის მთელი სიმკაცრით. 

 

ერთ-ერთ პრევენციულ ზომად შემოგვაქვს კანონის გამკაცრება და ამ დანაშაულის მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადაყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. ამ მუხლის ამოქმედება ნიშნავს, რომ ეს დანაშაული დაკვალიფიცირდება სიმძიმეების მიხედვით, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ მისთვის მიუღებელი პიროვნება დააშანტაჟოს და საზოგადოებას ახალი ბინძური კადრები წარუდგინოს, ეცოდინება, რომ ეს დანაშაული იქნება მკაცრად დასჯადი", - განაცხადა ანი მიროტაძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner