თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
მან ასევე გამოაქვეყნა სურათი, რომელშიც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს მაიკლ ფლინის, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის რაინს პრიბუსისა და პოლიტიკური მრჩეველის სტივენ ბენონის თანდასწრებით საუბრობს.