დიდი ბრიტანეთი თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანია დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ბრუნვა 15.6 მილიარდი დოლარიდან 20 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი თურქეთს საბრძოლო საჰაერო ხომალდების განვითარებაში დეხმარება.