საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ზიგმარ გაბრიელმა და ჟან-მარკ ეირომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმების თაობაზე უარი განაცხადეს.
საგარეო უწყების ხელმღვანელებმა განაცხადეს, რომ სანქციების გასაუქმებლად აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მიღწეული მინსკის შეთანხმებების შესრულება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია, საფრანგეთისა და გერმანიის მყარი ერთიანობა საგარეო-პოლიტიკური საკითხების მოგვარებისას.
მისივე ინფორმაციით, ბერლინი და პარიზი ორმხრივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.