logo_geo
eng_logo
„ბოლო მაინც ეგ არის, მთავარია, რის ჩადენას მოასწრებ“- ქეთევან ჯაყელი გურამ დოჩანაშვილზე
- +

26 მარტი. 2016. 13:39

 

 

გთავაზობთ „საქართველოს ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობის" დამფუძნებლის ქეთევან ჯაყელის facebook-სტატუსს მწერალ გურამ დოჩანაშვილზე:



„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე"

 

არ ვიცი, როდის დავიწყე ჩემი ქალაქის შენება, თუმცა გურამ დოჩანაშვილი ყოველთვის მეხმარება და მამარაგებს ქალაქის აშენებისთვის საჭირო „ღირსეული აგურებით".

 

ეს ადამიანი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.

 

მან მასწავლა, რომ „ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია", ამიტომ ადამიანებში უარყოფითი თვისებების არსებობას „ნიადაგს" მივაწერ ხოლმე...

 

მასწავლა, რომ არაფერი ისე გადამდები არაა, როგორც გულწრფელი ღიმილი, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა, გულში სიყვარულის კაქტუსი გამიფურჩქნა და დამიმტკიცა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს!

 

„ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ"- მან სულ სხვა მხრიდან დამანახა სიკვდილი - „სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს"

 

მან მაქცია გოგოდ, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს!

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გურამს!

 

გილოცავთ! 26 მარტს უფალმა ქართველებს გურამ დოჩანაშვილი გვაჩუქა!!!" - წერს ქეთევან ჯაყელი.



იხილეთ:


26 მარტი - გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა


http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=3615







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner