ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან ქვეყნის დასაცავად ახალ ღონისძიებებს მიმართავს.
დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიელ დევნილებს შორის, რომლებიც აშშ-სგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ. ასევე, ქვეყანაში შეიზღუდება შესვლა 6 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
პენტაგონში გამართულ ცერემოანიაზე ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულ ახალ ღონისძიებებს მიმართავს, რათა რადიკალი ისლამისტები ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ მიეკარონ.
„ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ მხოლოდ იმათ, ვისაც ეყვარება ამერიკა და პატივს სცემს მის ხალხს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.