Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დონალდ ტრამპი ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.
„როგორც თქვენი უმრავლესობა, მე ვწუხვარ იმ გავლენის გამო, რაც პრეზიდენტის ბრძანებამ შეიძლება მოახდინოს. ჩვენ კარი ფართოდ უნდა გავაღოთ ლტოლვილებისათვის და მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. ჩვენ რომ ლტოლვილებისათვის რამდენიმე წლის წინ ხელი გვეკრა, ჩემი მეუღლის, პრისცილას ოჯახი დღეს ამერიკაში არ იქნებოდა", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
მარკ ცუკერბერგის მისი თქმით, კანონმდებლობა მკაცრდება იმ ადამიანების მიღმა, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.
„ჩემო საყვარელო ბებიებო და ბაბუებო, რომლებიც ხართ გერმანიიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან. პრისცილას მშობლები ჩინეთიდან და ვიეტნამიდან არიან დევნილები. ამერიკა იმიგრანტების ქვეყანაა და ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ", - წერს მარკ ცუკერბერგი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას დევნილებთან დაკავშირებით, რომელსაც „უკიდურესი საკონტროლო ზომები" უწოდა.