logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: მსოფლიოს აეროპორტები გადატენილია...
- +

29 იანვარი. 2017. 01:15



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„უიმე, მსოფლიოს აეროპორტები გადატენილია ირანელებით, სირიელებით და იემენელებით, არც ერთ ავიაკომპანიას არ მიჰყავს ამერიკაში... არა და ამერიკის ვიზებიც აქვთ მრავალჯერადი, „გრინ ქარდებიც" სტუდენტური ბარათებიც და ბევრი ამერიკის მოქალაქეც არის... ერიჰა, დეიწყო ტრამპმა ტრამპის ქნევა?" - წერს გიორგი ფოფხაძე.


ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, „გრინ-ქარდის" მფლობელებიც ვეღარ გადალახავენ აშშ-ის საზღვარს იმ 7 ქვეყნიდან, რომლებშიც უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.


შეზღუდვის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში მოაწერა ხელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner