logo_geo
eng_logo
კრემლმა ტრამპის და პუტინის საუბარი გაასაჯაროვა
- +

29 იანვარი. 2017. 01:31



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი უკრაინის და სირიის კონფლიქტებს შეეხო.

 

„განხილულ იქნა აქტუალური საერთაშორისო პრობლემები, ტერორიზმთან ბრძოლის, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის, სტრატეგიულ სტაბილურობის,ა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ. შეეხნენ უკრაინის კრიზისის ძირითად ასპექტებს. გადაწყდა, რომ მოხდეს თანამშრომლობა ყველა ამ და სხვა მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.


ორი ქვეყნის ლიდერები პრიორიტეტულად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევენ, ისინი შეთანხმდნენ რუსი და ამერიკელი სამხედროების კოორდინირებული მოქმედებების შესახებ „ისლამური სახელმწიფოს" და სირიაში მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების გასანადგურებლად.


ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა, თავის მხრივ, ტრამპმა პუტინს სთხოვა, გადაეცა რუსი ხალხისთვის, რომ აშშ-ს ხალხი სიმპატიით არის განწყობილი რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ.


წყარო: НТВ

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner